გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: არასამთავრობოები უნდა გათავისუფლდნენ უსაფუძვლო შიშებისგან, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტით ვინმე იზღუდება - ნუ გვეშინია დასავლური კანონების

30-12-2022

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტები, რომლებზეც საზოგადოებრივი მოძრაობა მუშაობს, დასავლურ პრაქტიკას ეფუძნება და უსაფუძვლოა არასამთავრობო ორგანიზაციების შიში, თითქოს, ახალი რეგულაციები მათ შეზღუდავს. 


„ცუდი არაფერია იმაში, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობა უკვე დაიწყო, თუმცა უსაფუძვლო შიშებისგან, თითქოს ვინმე იზღუდება, ვფიქრობ, [არასამთავრობო ორგანიზაციები] უნდა გათავისუფლდნენ. ფაქტია და ყველა ვხედავთ, რომ დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში ქართული პოლიტიკის ფორმირება ხშირად სიცრუის წარმოებით ხდება - ძალიან ხშირად, ქვეყნის გარედან დაფინანსებული ესა თუ ის ორგანიზაციები საკუთარ ფინანსურ დანახარჯებს, აქტივებს, გამჭვირვალედ არ წარმოადგენენ.


ტელევიზიები პოლიტიკურ ამინდს არ უნდა ქმნიდნენ და სწორი ინფორმაციის მიწოდებით უნდა იყვნენ დაკავებულნი - ეს საკითხი დასავლეთში რეგულირებულია.


იმაზე, რაც დასავლურიადა, ამავე დროს, მოსაწონი, უარი არ უნდა ვთქვათ. კრიტიკოსებისთვის მეტი ინფორმაციაა საჭირო.


ისინი აგენტობას მხოლოდ და მხოლოდ, რუსული ტერმინით, „ჯაშუშობით“ აფასებენ, არადა დასავლეთში აგენტი ერთმნიშვნელოვნად ჯაშუშს არ ნიშნავს.

იგივენაირი კანონია, მაგალითად, აშშ-ში, რომელიც ფედერალური კანონის სახით 1938 წლიდან მოქმედებს.


სიცრუე მინიმალიზებული უნდა იყოს და ამას თავისი ნეგატიური ფასი უნდა ჰქონდეს - დასავლეთში ესეც აპრობირებული პრაქტიკაა.


ჩვენ ამ კუთხით ბრიტანულ კანონმდებლობას მოვიშველიებთ. ასე რომ, ამერიკული, ბრიტანული, დასავლური კანონის ნუ გვეშინია და ერთმნიშვნელოვნად ნუ დავარქმევთ მას რუსულს. თუ არადა, კონკრეტულად გვითხრან, მითუმეტეს, როცა კანონი განხილვაში იქნება - რა ნაწილშია ის რუსული“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.