გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილს: "მოვარდნად" და "დანაშაულად", როგორადაც თქვენ მონათლეთ, საპროტესტო აქციებს მხოლოდ კომუნისტები მიიჩნევდნენ

31-12-2022

"მოვარდნად" და "დანაშაულად"(როგორადაც თქვენ მონათლეთ), საპროტესტო აქციებს მხოლოდ კომუნისტები მიიჩნევდნენ. ქ-ნო პრეზიდენტო, თქვენ თმენის ვალდებულება გამოიჩინეთ მაშინ, როდესაც ნაციონალები თქვენს რეზიდენციასთან გაგინებდნენ და პიროვნულ შეურაცხყოფას გაყენებდნენ. როგორ ფიქრობთ, რომელ შემთხვევაში იყავით ადექვატური? - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

 

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, დასავლეთი, საიდანაც პრეზიდენტი ჩამობრძანდა საქართველოში, ჯერ კიდევ ბნელ 70 იანებში, საბჭოთა ბანაკის მოქალაქეებს ასწავლიდა, რომ მშვიდობიანი მიტინგი და მანიფესტაცია, გამოხატვის ფუნდამენტური უფლებაა, მითუმეტეს თუ ეს ხდება სახელმწიფო შენობებთან.

 

"ჩემო" პრეზიდენტო! დასავლეთი (საიდანაც თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში), ჯერ კიდევ ბნელ 70 იანებში, საბჭოთა ბანაკის მოქალაქეებს გვასწავლიდა, რომ მშვიდობიანი მიტინგი და მანიფესტაცია, გამოხატვის ფუნდამენტური უფლებააო, მითუმეტეს თუ ეს ხდება სახელმწიფო შენობებთანო. თქვენთვის ეს არავის აუხსნია არც იქ და არც აქ?

 

"მოვარდნად" და "დანაშაულად"(როგორადაც თქვენ მონათლეთ), საპროტესტო აქციებს მხოლოდ კომუნისტები მიიჩნევდნენ. ქ-ნო პრეზიდენტო, თქვენ თმენის ვალდებულება გამოიჩინეთ მაშინ, როდესაც ნაციონალები თქვენს რეზიდენციასთან გაგინებდნენ და პიროვნულ შეურაცხყოფას გაყენებდნენ. როგორ ფიქრობთ, რომელ შემთხვევაში იყავით ადექვატური? არაადექვატურობა თქვენი სისტემატიური პრობლემაა თუ 29 დეკემბერი იყო გამონაკლისი? პ.ს. რუსულს რითი მიამსგავსეთ რეზიდენციის წინ ულამაზესი საახალწლო სოფელი გაუგებარია, მაგრამ თქვენი მსგავსება რუსის ნამესტნიკთან იდენტურია“ - წერ ნანა კაკაბაძე.