გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე: ბენ ჰოჯესისაც მესმის, გადამდგარია, პენსიაზე გაშვებული; ოჯახი რამით უნდა არჩინოს, ამიტომ კარგი საშოვარი ნახა ჩვენი "უსამშობლო ნაძირლების" დაფინანსების ხარჯზე!

10-01-2023

გადამდგარ გენერალს დაატარებენ ეთერ-ეთერ, რადგან პირდაპირ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება. ჰო და ჩვენი რადიკალებიც ხომ ასეთი ბუნების არიან? მთავარია სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, თბილისს ევროპის მოკავშირეთა ძალების სარდალი, გენერალი კრისტოფერ კავოლიც სტუმრობდა, რომელმაც პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე, დაადასტურა საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლს, მაგრამ ეს ამბავი არცერთ ოპოზიციურ მედიას არ გაუშუქებია და არც რომელიმე არასამთავრობო პლატფორმაზე საუბრის საგანი გამხდარა.

 

„ცოტა ხნის წინ, თბილისს ევროპის მოკავშირეთა ძალების სარდალი, გენერალი კრისტოფერ კავოლი სტუმრობდა. პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე, ამერიკელმა გენერალმა დაადასტურა საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლს... თუმცა, ეს ამბავი არცერთ ოპოზიციურ მედიასა, თუ არასამთავრობო პლატფორმაზე საუბრის საგანი არ გამხდარა. რატომ? იმიტომ, რომ სადაც საქართველოს პოზიტიურ როლსა და წარმატებაზეა საუბარი, იქ გლობალური ომის მხარდამჭერ მედიებსა და არასამთავრობოებს არაფერი ესაქმებათ... ახლა კი ამ გადამდგარ გენერალს დაატარებენ ეთერ-ეთერ, რადგან პირდაპირ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება. ჰო და ჩვენი რადიკალებიც ხომ ასეთი ბუნების არიან? მთავარია სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება... ისე ამ ბენ ჰოჯესისაც მესმის, გადამდგარია, პენსიაზე გაშვებული. ოჯახი რამით უნდა არჩინოს, ამიტომ კარგი საშოვარი ნახა ჩვენი "უსამშობლო ნაძირლების" დაფინანსების ხარჯზე!“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.