გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ალუდა ღუდუშაური: საკუთარი ქვეყნის მტრობას თავი დაანებონ და ხალხს აუხსნან, როგორ უნდა მისცე საბრძოლო ტექნიკა უკრაინას, როდესაც საქართველო პრაქტიკულად პირისპირაა დარჩენილი რუსეთთან - ცოტა გონებას მოუხმონ

11-01-2023

მოდი, ყველამ თავი დაანებოს ჩვენ ქვეყანას, ეს რა თქმა უნდა, სააკაშვილს აღარ ეხება, რადგან მან მოქმედებითაც დაადასტურა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს, არც ხალხთან და არც ქვეყანასთან, რომლის მოქალაქეც იყო, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემის თემაზე გავრცელებულ განცხადებას.


ალუდა ღუდუშაურის თქმით, გარკვეული პოლიტიკოსები „კუმ ფეხი გამოყოს“ სიტუაციაში არიან და ცდილობენ, რომ თავი გამოიჩინონ.


„თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა საშუალებას და საკუთარი სახლებიდან როგორმე გაზომონ, რა მანძილზე დგას ოკუპანტის საბრძოლო ტექნიკა. ამ ვითარებაში გამოლაგდებიან...თურმე ამ ვითარებაში უნდა ადგე და შენი საბრძოლო ტექნიკა მიაწოდო უკრაინას. ვქვით, რომ ჩვენ ვართ უკრაინის, სიმართლის მხარეს და ვუსურვებთ მშვიდობას, ვუსურვებთ გამარჯვებას. ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებებს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში ჩვენ განცხადებებით არ ვპასუხობდით, გვესმის კარგად, რა მძიმე მდგომარეობაში არიან, მაგრამ ეს პოლიტიკოსები და ვიღაცები „კუმ ფეხი გამოყოს“ სიტუაციაში არიან და ცდილობენ, რომ თავი გამოიჩინონ, იმიტომაც აქვთ ზოგს ნული, ზოგს ერთპროცენტიანი მხარდაჭერა. საკუთარი ქვეყნის მტრობას თავი დაანებონ და ხალხს აუხსნან ის, როგორ უნდა მისცე საბრძოლო ტექნიკა უკრაინას, როდესაც შენი ქვეყანა პრაქტიკულად პირისპირაა დარჩენილი რუსეთთან, რამდენიმე კილომეტრში და ოცი პროცენტი არის ოკუპირებული. იქნებ აზრი დაატანო და ცოტა გონებას მოუხმონ ყველამ და გაიაზრონ, რომ ბუჩა სანამ იქნებოდა, ჩვენთან იყო ეგ ყველაფერი. დიახ, ჩვენ ვიყიდეთ ეს ტექნიკა და არავითარ შემთხვევაში არავის არ უჩუქებია.


საქართველო რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს იცავს, როგორც ჩანს, ამას ვერ ეგუებიან, მაგრამ იქნებ როგორმე დაკავდნენ იმ ერთ პროცენტიან მხარდაჭერაში“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.