გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა

11-01-2023

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სსიპ- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, განცხადებები/თანდართული დოკუმენტები 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით მიიღება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/75755?active=1


კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნასამართლეობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.


კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან - განაცხადებების გადარჩევა და გასაუბრება.


დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატების შესაბამისობის შეფასების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისია შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატს, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ. მთავრობის მეთაური მისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთს დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე.


კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია, ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომისიის დებულებაში.