გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი" მცენარეული წარმოშობის ტვირთები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

11-01-2023

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოტანილი 42 250 კილოგრამი კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.


ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტზე, კანონით დადგენილი კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ფიტოსანიტრების მიერ, შეჩერებული იქნა 69,867 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა. აღნიშნული მცენარეული წარმოშობის ტვირთი არ შეესაბამებოდა ფიტოსანიტარიულ ნორმებს.


საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.