გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სტრასბურგის სასამართლო: არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროს

19-01-2023

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.


როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, თემირლან მაჩალიკაშვილისათის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან არ დადგინდა.


„თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა სპეცოპერაციის დროს, როდესაც სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის წევრები ცდილობდნენ, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი დამაჯერებელი ვერსიის შესაბამისად, განეიარაღებინათ და დაეკავებინათ ის. გონივრული ეჭვის მიღმა, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროს. აღნიშნული საქმის კონკრეტულ გარემოებებში, სასამართლომ, შესბამისად, ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა“, - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.