გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„გადაეცით ჩვენი სამძიმარი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ამერიკელ ხალხს“ - ილია II ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე

11-07-2018

სოფელ ხადაში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მწუხარებას გამოთქვამს და ამერიკელ ხალხს, ასევე, გარდაცვლილთა ოჯახის ახლობლებს უსამძიმრებს.

„6 ივლისს სოფელ ხადაში დატრიალებულმა უბედურებამ ჩვენი საზოგადოება შეძრა. მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც გახშირებული მძიმე დანაშაულებების მიუხედავად, ხალხს მწვავე რეაქცია ჰქონდა, რადგან ტრაგედიის მსხვერპლი იყო მთელი ოჯახი, მით უმეტეს, სტუმრად მყოფი ოჯახი. ვუერთდები საერთო განწყობას და საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას მომხდარის გამო და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და მათ ახლობლებს და ამერიკელ ხალხს“, - ნათქვამია უწმინდესის სამძიმრის წერილში.

newposts