გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2022 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 32,8%-ით გაიზარდა

20-01-2023

გასულ, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 042.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32.8 პროცენტით მეტია.

 

საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 5 592.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 31.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13 450.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 33.2 პროცენტით).

 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი, 2022 წელს, 7 857.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია.