გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე: დიდი ტრაგედიის დროს ისევ გამოჩნდნენ ლეშისმჭამელი გიენები, რომლებიც ვერ ითმენენ და ამ საშინელი უბედურების დროსაც ფიქრობენ მათთვის „სასარგებლო პოლიტიკური ქულების დაწერას

20-01-2023

პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, საგარეჯოში მომხდარი უმძიმესი და საშინელი ტრაგედიის გამო. ასეთი უბედურებები სამწუხაროდ ყველგან ხდება მსოფლიოში, განვითარებულ თუ განუვითარებელ სამყაროში, თითქმის დღე არ გავა ვიღაცა არ შევარდეს ამერიკის სკოლაში და უმოწყალოდ არ დახოცოს უცოდველი ბავშვები, ასევე გვახსოვს ნორვეგიაში, სტუდენტურ ბანაკში მოწყობილი სისხლიანი კალო- ვიმეორებ, სამწუხაროდ ასეთი უბედურებები ხდება - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ამ დიდი ტრაგედიის ფონზეც გამოჩნდნენ ლეშისმჭამელი გიენები და ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას.

 

"პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, საგარეჯოში მომხდარი უმძიმესი და საშინელი ტრაგედიის გამო. ასეთი უბედურებები სამწუხაროდ ყველგან ხდება მსოფლიოში, განვითარებულ თუ განუვითარებელ სამყაროში, თითქმის დღე არ გავა ვიღაცა არ შევარდეს ამერიკის სკოლაში და უმოწყალოდ არ დახოცოს უცოდველი ბავშვები, ასევე გვახსოვს ნორვეგიაში, სტუდენტურ ბანაკში მოწყობილი სისხლიანი კალო- ვიმეორებ, სამწუხაროდ ასეთი უბედურებები ხდება.

 

ორი აზრი არ არსებობს იმაზე, თუ რატომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და რატომ უნდა დავადგინოთ სიმართლე რა მოხდა და რატომ მოხდა! ამ ყველაფრის ფონზე კი, ამ დიდი ტრაგედიის დროს ისევ გამოჩდნენ ლეშისმჭამელი გიენები, რომლებიც ვერ ითმენენ და ამ საშინელი უბედურების დროსაც ფიქრობენ მათთვის „სასარგებლო პოლიტიკური ქულების დაწერას.“ ეს სამარცხვინო და ამორალური კი არა უბინძურესი საზიზღრობაა უკვე..." -წერს ნიკოლეიშვილი Facebook -ზე.