გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა საგარეჯოში, ვიზიარებ ყველა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას - მამუკა მდინარაძე

20-01-2023

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.


„წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა საგარეჯოში. ვიზიარებ ყველა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას გმირი პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე! მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულ ადამიანებს“, - წერს მდინარაძე.


ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.


გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია სულ 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავდამსხმელი საგარეჯოს მაცხოვრებელი, 49 წლის კაცი იყო.