გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლანჩხუთში რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

20-01-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრი გაიხსნა.

პროექტს ა(ა)იპ ,,ოდა ქეარი" ახორციელებს. მისი პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი".

 

პროექტის მიზანია, სოციალური სერვისების განვითარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს. პროგრამა 30 ბენეფიციარს მოემსახურება.

 

პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ნევროლოგის, ქცევის თერაპევტის და სპეციალური მასწავლებლის ჩართვას რეაბილიტაციის პროცესში.

აღნიშნული პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი პრიორიტეტია ჯანდაცვა. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბავშვთა ადრეულ რეაბილიტაციას და მათ განვითარებას, მათი საჭიროებებისა და აუცილებელი პრობლემების მოგვარებას. მინდა წარმატებები გისურვოთ, გვიგულეთ თქვენს გვერდით" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.