გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

23-01-2023

2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 3,516,634,479 აშშ. დოლარი,  რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის  107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშდოლარი). 2021 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია   +2,271,692,761  (+182.5%)  აშშ დოლარით.


2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 363,306,614   აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2% აღდგენაა,  2021 წლი სდეკემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია   +237,255,596  (+188.2%)  აშშ დოლარით.

 

რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას - საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

2022 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების  71.9%,  ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58 % აღდგა.  


გასულ წელს ჯამში საქართველოში 5,426,903 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2021 წელთან შედარებით +188.5%-ით მეტია.


2022 წელს ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს +131.6%-ით აღემატება.


ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი. ამ პერიოდში საქართველოში   564,656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემის 84.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა  +216.9%-ია.


2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში  304,616 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა,  რაც  2019 წლის მონაცემის 97.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა  +110.7%-ია.