გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

11-07-2018

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი დ.გ. დაჭრეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ დაშავებულის მდგომარეობა მძიმე არ არის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა და დაზარალებული თავდამსხმელს არ იცნობდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე არ არის ამბროლაურის მცხოვრები. 

"ინტერპრესნიუსი"