გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728 

პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

24-01-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა.


შეხვედრაზე მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებისგან ახალი ინიციატივები მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.


პრემიერი დაინტერესდა იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესის მიმდინარეობით. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 19 695 000 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოიყო.


შეხვედრაზე პროგრამა „განახლებული რეგიონების" მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული პირველი ფაზის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა 564 შენობა, მოწესრიგდა საინჟინრო ქსელები, განახლდა და აშენდა 92 პარკი და სკვერი. პროგრამა გრძელდება, ამ ეტაპზე კი, პროგრამის ფარგლებში, უკვე ინვესტირებულია 400 მილიონი ლარი.


ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა. 2022 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 23 იანვრის ჩათვლით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა.