გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლენტეხის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთო

11-07-2018

ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 
მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენმა ხანძრის კერებზე რამდენიმე გადაფრენა უკვე განახორციელა. 
უწყების ცნობით, ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი, ასევე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. 

"ინტერპრესნიუსი"