გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საბაჟოს წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულება, შესაძლებელი იყო, არის და იქნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით

26-01-2023

საბაჟოს წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულება, შესაძლებელი იყო, არის და იქნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


როგორც მან აღნიშნა, პოსტპანდემიასთან, უკრაინაში მიმდინარე ომთან და მსოფლიოს სხვა გამოწვევებთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, საბაჟოს როლი საზოგადოებაში შეიძლება ითქვას ყოვლისმომცველი გახადა.


„დღევანდელი დღე, განსაკუთრებულია მებაჟე-ოფიცრებისთვის. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის არსებობის მანძილზე პირველად, ისინი პროფესიულ დღეს სპეციალური წოდებების სტატუსით აღნიშნავენ. ეს მათი შრომისა და ქვეყნისადმი ერთგული სამსახურის დაფასებაა. ვფიქრობ, ამ ურთულესი ორი წლის მანძილზე, ჩვენმა მებაჟე-ოფიცრებმა ღირსეულად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.