გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზურაბ ქადაგიძე: გირგვლიანის მკვლელობის დღეს, მერაბიშვილები და ახალაიები მარტივ მამრავლებად შლიან და ინაწილებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბოროტ მოვლენას -"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"

28-01-2023

 “სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს მერაბიშვილები და ახალაიები მარტივ მამრავლებად შლიან და ინაწილებენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"- წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.

 

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ბუმერანგივით დაუბრუნდა მიხეილ სააკაშვილს საკუთარი მოძალადე სისტემა.


“ისე რა ნიშანდობლივია არა? სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს, მერაბიშვილები და ახალაიები მარტივ მამრავლებად შლიან და ინაწილებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბოროტ მოვლენას-"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"... ბუმერანგივით დაუბრუნდა მიხეილ სააკაშვილს საკუთარი მოძალადე სისტემა, როგორც მართავდა პროცესებს ზუსტად იმავე მეთოდებით ჯერ გარიყეს, გაამარგინალეს და თავზე გადაახიეს საკუთარი პარტია... ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მერაბიშვილ-ახალაიებს ებარებოდეთ...”-წერს ზურაბ ქადაგიძე.