გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: სანდრო გვირგვლიანის მკვლელობის დღეს, სწორედ მერაბიშვილი და ახალაიას კლანები იბრძვიან "მთავარნაცობაზე", არ დაიზაროთ, არჩევნების გზით "გააპრავეთ" თვითლიკვიდაცია

28-01-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ დღეს სწორედ მერაბიშვილი და ახალაიას კლანები იბრძვიან "მთავარნაცობაზე".


მისი თქმით, წესით, „ნაცმოძრაობა“ თუნდაც ამ დანაშაულისთვის საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში, თუმცა რახან ერთმანეთის ჩაშვების და ლანძღვის გზით შლიან პარტიას, ესეც მისაღებია.


„დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს, სწორედ მერაბიშვილი და ახალაიას კლანები იბრძვიან "მთავარნაცობაზე." წესით და რიგით "ნაციონალური მოძრაობა", თუნდაც ამ დანაშაულისთვის საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში. თუმცა არა უშავს, რახან ერთმანეთის ჩაშვების და ლანძღვის გზით შლიან პარტიას, ესეც მისაღებია. მიდით არ დაიზაროთ და ახლა სწორედ არჩევნების გზით "გააპრავეთ თვითლიკვიდაცია“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.