გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი: ევროკავშირის რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია, რამდენიმე რეკომენდაცია ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი

30-01-2023

ევროკავშირის რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია, რამდენიმე რეკომენდაცია ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი, პირველი რეკომენდაციის შესრულება კი, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას ეხება, ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის.


„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომელიც ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ, ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთელი ჩვენი გუნდი, ხელისუფლება აი ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით მუშაობს. ჩვენ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც წარმოგვიდგინეს და გადმოეცა საქართველოს. პირველივე დღეებიდან ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ თემაზე. საქართველოს პარლამენტმა გასწია ძალიან დიდი მუშაობა ამ მიმართულებით, ამ გზაზე, მთავრობასთან ერთად. რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე არის შესრულებული, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობა, ვინაიდან, მაგალითად, პირველი რეკომენდაცია, რომელიც ეხება პოლარიზაციის შემცირებას და დასრულებას, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ამის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე, რაზეც ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მზად, რომ კარი გავხსნათ მათთვისაც, იყოს მუდმივი დიალოგი და ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციულ ფორმატში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.