გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე თამარ ტალიაშვილმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ტინი კოქსს სიტყვით მიმართა

1-02-2023

სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ტინი კოქსს სიტყვით მიმართა.


თამარ ტალიაშვილი თავის გამოსვლაში მიესალმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მყისიერ რეაგირებას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ აგრესიაზე.


თამარ ტალიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის ნაყოფიერ და ეფექტურ თანამშრომლობას. მან აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება საპარლამენტო ასამბლეის მიერ ღიად და ხმამაღლა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის დაგმობასა და საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.


თამარ ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში ასევე საპარლამენტო ასამბლეის ევროპის საბჭოს ისტორიულ მეოთხე სამიტის მოსამზადებელ პროცესში ჩართულობისა და სამიტის დეკლარაციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.