გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პოლიციის განყოფილებაში მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

1-02-2023

მიმდინარე წლის 31 იანვარს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში მოქალაქე მ.ნ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"გამოძიების დაწყებისთანავე, სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული იქნა ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული მ. ნ., რომელმაც განმარტა, რომ ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში მისი გადაყვანის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მას  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქმეზე გადაუდებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს. კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა, რა მიზნითაც ექსპერტის მიერ დაკავებული პირის შემოწმება მოხდა.


სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოწოდების მოთხოვნით.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის ამოღება და მ.ნ.-ს დაკავების ადგილზე არსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.


ასევე, მ.ნ.-სთან შემხებლობაში მყოფი პოლიციის ყველა თანამშრომელი მოწმის სახით გამოიკითხება.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს" - ნათქვამია განცხადებაში.