გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი იონათამიშვილი: გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა

2-02-2023

გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი წერს და მეგობრის ანალიზის პასუხს აქვეყნებს, სადაც მძიმე მეტალების შემცველობის მაჩვენებელია ასახული.

 

როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, ომის პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, ეს თურმე მოწამვლას ნიშნავს.

 

„ანუ ეს ვისი ანალიზიც არის, ეს ადამიანი მოწამლულია?!“ - სვამს კითხვას დეპუტატი. „გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა. ომის პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, ეს თურმე მოწამვლას ნიშნავს. ანუ ეს ვისი ანალიზიც არის, ეს ადამიანი მოწამლულია?! ალბათ ხვდებით, რა დონის ფეიკებით ცდილობენ ყალბი ნარატივის დალაგებას და საქართველოს იმიჯის დაზიანებას!“ - წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ზე.