გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ყვარელში მდებარე XVIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

12-07-2018

ქალაქ ყვარელში მდებარე XVIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. უწყების ინფორმაციით, ეკლესია დარბაზულია და ნაგებია რიყის ქვის სწორხაზობრივი წყობით. 
"ტაძრის კარები, სარკმლები, კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, ფასადთა მორთულობა და ლავგარდანი აგურისაა. ეკლესია გადახურულია კრამიტით. მას შესასვლელი ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედელში აქვს. კარები გარედან შეისრულია, შიგნიდან ჰორიზონტალური გადახურვის. დასავლეთის და სამხრეთის კარი აგურის საპირეშია ჩასმული, რომელიც აგურის საფეხუროვანი ფრიზით სრულდება. ყველა კედელში თითო შეისრული სარკმელია. კედლები აგურის ოთხსაფეხურიანი კარნიზით სრულდება. სამხრეთის კარის ორივე მხარეს აგურით გამოყვანილი ჩაღრმავებული სამ-სამი რომბია. დასავლეთის და აღმოსავლეთის ფასადებზე, ფრონტონში აგურითვე გამოყვანილი ჩაღრმავებული ჯვრებია მოცემული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც შეისრულ თაღზე დაყრდნობილი აგურის კონქით სრულდება. შეისრული სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია, ჩრდილოეთის თაღოვანია, სამხრეთის კი სწორკუთხა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზის კამარა შუალა და დასავლეთის კედლის კუთხეში გადასულ შეისრულ თაღებს ეყრდნობა. იატაკი აგურფენილია. ეკლესიის ძეგლის მახასიათებლებია: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები: ეპოქის მახასიათებელი შეისრული თაღები, სარკმლები და კარები, ფასადების აგურის რომბებითა და ჯვრებით მოპირკეთება", - აღნიშნულია ძეგლის ანოტაიაში.

knews.ge