გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეკა სეფაშვილი აბაშიძე-კარასინის ჩანაწერზე: ეს ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს ჰგავს - აბაშიძე საქართველოს ინტერესების სრული დაცვით პასუხობს კარასინს

2-02-2023

გავრცელებულ ჩანაწერში სკანდალურს ვერაფერს ვხედავ, პირიქით - ბატონი აბაშიძე, აკადემიურ და დიპლომატიურ ჩარჩოებში, საქართველოს უფლებებს ღირსეულად იცავს, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი, აბაშიძე-კარასინის ჩანაწერისა და რადიკალების სპეკულაციების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

 

მისივე თქმით, ზურაბ აბაშიძის საუბარში ჩანს, რომ საქართველო არა სხვა ქვეყნების მოთხოვნების მიხედვით, არამედ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

 

„ეს ყველაფერი ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს ჰგავს - ამ საუბარში არაფერი სკანდალური არაა. აბაშიძე საქართველოს ინტერესების აბსოლუტური დაცვით პასუხობს კარასინს, რომ ისედაც აპირებს საქართველო საზღვარზე ტვირთბრუნვის გამტარუნარიანობის გაზრდას და ეს გეგმის მიხედვით ხორციელდება. არ პასუხობს და არ ემორჩილება კარასინის მოთხოვნას, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას დამატებითი პუნქტები. რა გამოდის ამ საუბრიდან? საქართველო არავის მოთხოვნის გათვალისწინებით არ უხვევს თავისი განვითარების გზიდან“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.