გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თინა ხიდაშელი გიორგი გახარიაზე: მოსკოვში განათლება მიღებულ ჩემი ასაკის ადამიანებს მე არ ვენდობი

2-02-2023

მე არ ვენდობი მოსკოვში განათლება მიღებულ ჩემი ასაკის ადამიანებს, დედაჩემის ასაკის ადამიანებს ვენდობი, რადგან მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

ხიდაშელის თქმით, მას არასდროს დაუმალავს თავისი განწყობა გიორგი გახარიას მიმართ.

 

“ჩემთვის ის არის საქართველოს პირველი რუსეთის კაცი პრემიერი. ჩვენ მანამდე ასე ღიად რუსულ ორბიტაზე მყოფი კაცი პრემიერად არ გვყოლია” - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

ასევე, წამყვანის შეკითხვაზე რუსეთში განათლების მიღების გამო, იგივე დამოკიდებულება აქვს თუ არა ელენე ხოშტარიას მიმართ, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ “ეს ყველას ეხება”.

 

“მე არ მაქვს ნდობა იმ ადამიანების, რომლებიც არიან ჩემი ასაკის ან ჩემზე პატარები და არჩევანს მოსკოვის სასარგებლოდ აკეთებენ”- განაცხადა ხიდაშელმა.