გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზის თანახმად, საქართველო ტრიოს ქვეყნებს შორის კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის სექტორში ლიდერობს

3-02-2023

ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზით, საქართველო ტრიოს ქვეყნებს შორის კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის სექტორში ლიდერობს.


პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებული ანალიზით, საქართველო პირველ ადგილზეა 21 ქულით, უკრაინა მეორეზე - 20 ქულით, ხოლო მოლდოვა მესამეზე - 15 ქულით.


კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის სექტორი მოიცავს ინფორმაციულ საზოგადოებას და მედიას, გადასახადებს, ეკონომიკურ და მონეტარულ პოლიტიკას, სოციალურ პოლიტიკას და დასაქმებას, საწარმოების და ინდუსტრიულ პოლიტიკას, მეცნიერებას და კვლევას, განათლებას და კულტურას, საბაჟო კავშირს.


ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.