გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზის თანახმად, ფუნდამენტურ სფეროებში საქართველო წინ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას

3-02-2023

ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზის თანახმად, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, საქართველო ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში წინ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას.


კერძოდ, მართლმსაჯულების, თავისუფლების და უსაფრთხოების, საჯარო შესყიდვების, სტატისტიკის და ფინანსური კონტროლის სფეროებში - საქართველო პირველ ადგილზეა 8 ქულით, მეორე ადგილზეა უკრაინა - 7 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე მოლდოვა - 6 ქულით.


ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.