გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზით, შიდა ბაზრის სექტორში საქართველო ტრიოს ქვეყნებში ლიდერობს

3-02-2023

ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზის თანახმად, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა შიდა ბაზრის სექტორში.


ანალიზის თანახმად, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, საქართველო პირველ ადგილზეა 18 ქულით, უკრაინა მეორე ადგილზე – 17 ქულით, ხოლო მოლდოვა მესამეზე – 15 ქულით.


შიდა ბაზარი, მოიცავს საქონლის თავისუფალ გადაადგილებას, მუშახელის თავისუფალ გადაადგილებას, დაფუძნების უფლებას და სერვისების მიწოდების თავისუფლებას, კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, მეწარმეობის შესახებ კანონმდებლობას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ კანონმდებლობას, კონკურენციის პოლიტიკას, ფინანსურ სერვისებს, მომხმარებლების და ჯანმრთელობის დაცვას.


ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.