გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიული ალასანია გიორგი ჩალაძის მხრიდან ომის მუქარაზე: ყველანაირი ფორმა მისაღებია

5-02-2023

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მხრიდან ომის შესახებ მუქარას გამოეხმაურა.

 

პატიმარი ექსპრეზიდენტის დედის განცხადებით, მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას.

 

„ისე მაქვს ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, რომ მგონია, უკვე არაფერი აღარ მოიტანს შედეგს. ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით. ყველაფერი უნდა ისინჯოს“ - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.

 

მისივე თქმით, ჩალაძის მხრიდან გაკეთებული განცხადება ომის შესახებ არის რეალურად დანახული სურათი და არა მუქარა.