13-07-2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 6 თვეში სოციალურ პროგრამებისათვის 605 883 ლარი დაფინანსება გასცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ნახევარი წლის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული თანხიდან 282 055 ლარით, 713 მოქალაქის სტაციონარული მომსახურეობა დაფინანსდა. 92 178 ლარი კი 506 მოქალაქის მედაკამენტებით მკურნალობისათვის გამოიყო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ლიპარტიას განცხადებით, მოქმედი 16 პროგრამის მიხედვით, დახმარება გაეწია 4 და მეტ შვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, გამოჩენილ ადამიანებს, ახალდაქორწინებულებს, ახალშობილებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, დედ–მამით ობოლ ბავშვებს, ასევე სხვადასხვა კატეგორიის პირებს.
ბოლო 6 თვის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, სოციალური პროგრამების მიხედვით, ჯამში 2 160 მოქალაქე დააფინანსა.
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვლისწინებს დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ისე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი პროგრამები მოიცავს როგორც ყოველთვიურ, ასევე ერთჯერად დახმარებებს.
„მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.