გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბახმაროში ინფოტური გაიმართა

7-02-2023

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გიდები და მედიის წარმომადგენლები ბახმაროს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ.  ინფოტური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა.


სამთო გამყოლები ადგილზე გაეცნენ  თუ რა შესაძლებლობები აქვს ბახმაროს  ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის, ასევე დაათვალიერეს ბახმაროს ტურისტული ინფრასტრუქტურა, საოჯახო სასტუმროები და  კვების ობიექტები. ტურის  ფარგლებში გიდებმა და მედიის წარმომადგენლებმა თხილამურებითა და სნოუბორდით ისრიალეს.


ინფოტურის მიზანია ბახმაროში, ზაფხულის გარდა ზამთრის სეზონზე  საერთაშორისო და შიდა მოგზაურთა მოზიდვა და კურორტის პოპულარიზაცია.