გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა

8-02-2023

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამში, მისმა კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს.  


აღსანიშნავია, რომ ლობისტური საქმიანობისთვის მიღებული თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით $300 000 დოლარამდე გამოყენებულია „სამედიცინო ექსპერტების“ ანაზღაურებისთვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიხეილ სააკაშვილის საქმეში და მოამზადეს სამედიცინო დასკვნები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ეჭვ ქვეშ აყენებს დასკვნების სანდოობას და ცხადყოფს, რომ აღნიშნული დასკვნები ლობისტური კამპანიის ნაწილია.


მასალებიდან ირკვევა, რომ ლობისტური საქმიანობა ასევე მოიცავდა აშშ-ისს და საერთაშორისო მედია საშუალებებისთვის სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სტატიების გამოქვეყნების უზრუნველყოფას კლიენტის მძიმე მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.


ვადების დარღვევა


აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონტრაქტის რეგისტრაცია იუსტიციის დეპარტამენტში 2023 წლის 3 თებერვლამდე არ შესულა, როდესაც აღნიშნული კონტრაქტის გაფორმების თარიღად 2022 წლის 19 ივლისია მითითებული. აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, ლობისტურმა კომპანიებმა 10 დღის ვადაში უნდა აცნობონ იუსტიციის დეპარტამენტს კონტრაქტების გაფორმების შესახებ. აღნიშნული ბადებს ეჭვს, რომ ლობისტებმა ეს ინფორმაცია განზრახ დამალეს და მხოლოდ სააკაშვილის საქმის დასრულების შემდეგ მოხდა მისი გასაჯაროება.


ფულადი გადარიცხვები


დოკუმენტებით ირკვევა, რომ აკერმანის ჯგუფმა სააკაშვილის საქმის სამედიცინო ექსპერტებს და ექიმებს სამედიცინო დასკვნებისთვის სოლიდური თანხა გადაუხადა:


ერიკ გოლდსმიტი - $75,864, სტიუარტ ფინკელი - $79,012, მაიკლ კოსნეტი - 6,825.00


შაჰინ ლაჰარი - $107,399.23,  NMS Labs - $1,621, დეივიდ სმიტი - $11,200, ჯეიმს კობი -$2,923.62.


აღსანიშნავია, რომ Akerman-ის ჯგუფმა $35,000 დოლარი გადაუხადა კომპანია GP International-ს, რომელთანაც გიული ალასანიამ 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის იანვარშ კონტრაქტი გააფორმა სააკაშვილის შესახებ საერთაშორისო მედიაში აქტიური კამპანიის განსახორციელებლად.


შეხვედრები


იუსტიციის დეპარტამენტის ფაილებით ირკვევა, რომ ლობისტებს 2022 წლის ოქტომბრიდან, კომუნიკაცია ჰქონდათ თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან, სენატორ შაჰინის ოფისთან და ადამიანთა უფლებების და დემოკრატიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან. აღნიშნული საუბრები მიზნად ისახავდა სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით განცხადებების გაკეთებისკენ მოწოდებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრებს შედეგი არ ჰქონიათ, რადგან არცერთ უწყებას არ გაუკეთებია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მხარდამჭერი განცხადება.