გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საგამოძიებო სამსახურმა იანვრის თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვა- რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინა

10-02-2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის იანვრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით, 20 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 9 პირი დააკავეს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 83 697 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 410 000 ლარს აღემატება.


აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე ვადით.