გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: ნატოს ქვეყანაში არის რუსეთიდან ფრენები და საქართველომ თუ თქვა, რომ ძალიან კარგი იქნება თუ რუსეთი მოხსნის სანქციებს, შენ რუსეთუმე ხარ

10-02-2023

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” რუსეთიდან ფრენების შესაძლო აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტად პარადოქსული და სამწუხაროა, როდესაც ამის შესახებ გარედან ისმის კრიტიკა.


მისივე თქმით, ნატოს ქვეყნები და საქართველოს სხვა მჭიდრო პარტნიორი ქვეყნები ახორციელებენ ფრენებს რუსეთში და საქართველომ თუ თქვა, რომ ძალიან კარგი თუ რუსეთი მოხსნის სანქციებს, შენ რუსეთუმე ხარ.

 

„გარედანაც რომ მოდის ხოლმე ეს კრიტიკა, რაღაც ჯგუფებიდან, ეს კიდევ უფრო პარადოქსული და სამწუხაროც არის, მაგრამ თან გაგეცინება ადამიანს. ნატოს ქვეყანაში არის რუსეთიდან ფრენები.


ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ასეთივე პარტნიორები და უფრო მჭიდრო პარტნიორები კიდევ უფრო ღრმა ურთიერთობებით, აი ამ ქვეყნების კომპანიები ახორციელებენ ფრენებს რუსეთში და საქართველომ თუ თქვა, რომ რუსეთმა რომ სანქციები დაუწესა ჩვენს მოქალაქეებს თავის დროზე, 2019 ში, სასჯელი რომ დაუწესა ძალიან კარგი თუ მოხსნიან, შენ რუსეთუმე ხარ. აი ეს არის ლოგიკა“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE-ში.”