გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე: უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა - ის, რასაც საუბრობს ამერიკის დაზვერვა და უკრაინის გენშტაბი, საქართველოში ვერ გასაღდება პრორუსულ ნარატივად

10-02-2023

უკრაინის ომში არსებული სიტუაცია პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული საქართველოსთან და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებთან. შესაბამისად, თუ რუსეთს ომში ექნება უპირატესობა, ჩვენი ქვეყნის რისკები კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია და მისი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, სწორად მოქმედებენ, ვინაიდან, საზოგადოების ინფორმირება და მისთვის სიმართლის თქმა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

„აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია საზოგადოების ინფორმირება და სიმართლის მიწოდება. არ დაუჯეროთ რადიკალი ნაციონალების პოლულისტურ მესიჯებს. ძალიან სწორედ და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს ირაკლი კობახიძეც და მმართველი გუნდიც,“ - აღნიშნავს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

მისივე განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია, პოპულისტური განცხადებებით ცდილობს, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ აშშ-ის დაზვერვის და უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული მონაცემები, პრორუსულ ნარატივად წარმოაჩინოს.

 

„უკრაინის ომში არსებული სიტუაცია პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული საქართველოსთან და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებთან. შესაბამისად, თუ რუსეთს ომში ექნება უპირატესობა, ჩვენი ქვეყნის რისკები კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია საზოგადოების ინფორმირება და სიმართლის მიწოდება.

 

არ დაუჯეროთ რადიკალი ნაციონალების პოლულისტურ მესიჯებს. ძალიან სწორედ და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს ირაკლი კობახიძეც და მმართველი გუნდიც. საზოგადოების აღჭურვა სიმართლით არის ერთადერთი გზა, რომ გავაცნობიეროთ რისკები და არსებული მოცემულობა.

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ შეილება აქ ვინმე რუსეთს ქომაგობდეს, როდესაც მისი თეორიული წარმატების შემთხვევაში ჩვენ ქვეყანაში საფრთხეების და ომში ჩათრევის სურვილი გაასმაგდება? დიახ, უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. დაბოლოს, იმას, რასაც საუბრობს ამერიკის დაზვერვა და უკრაინის გენშტაბი, საქართველოში ვერ გასაღდება პრორუსულ ნარატივად!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.