გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი სანდრო გირგვლიანზე: არაფერი გამოხატავს იმ რეჟიმის სისასტიკეს ისე, როგორც მისი ტრაგედია; მოკლეს, მკვლელებს ხელი დააფარეს, ოჯახს სულში ჩააფურთხეს, საზოგადოება პროტესტის გამო დაარბიეს, სტრასბურგის გადაწყვეტილება ფეხზე დაიკიდეს

13-02-2023

დღეს სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა! იმ სანდრო გირგვლიანის, რომელიც სააკაშვილის სისტემამ მოკლა. არაფერი გამოხატავს იმ რეჟიმის სისასტიკეს ისე, როგორც ამ ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედია, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისივე თქმით, აღსანიშნავია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გადაწვეტილება, სადაც წერია, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება".


ნიკოლეიშვილის განცხადებით, რეჟიმის შემქმნელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია, სინანულიც კი არ გამოუთქვამს აღნიშნულ საქმეზე.


„დღეს სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა! იმ სანდრო გირგვლიანის, რომელიც სააკაშვილის სისტემამ მოკლა. არაფერი გამოხატავს იმ რეჟიმის სისასტიკეს ისე, როგორც ამ ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედია. მოკლეს, მკვლელებს ხელი დააფარეს, ოჯახს სულში ჩააფურთხეს, საზოგადოება გამოთქმული პროტესტის გამო დაარბიეს, სტრასბურგის გადაწყვეტილება ფეხზე დაიკიდეს...


კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტრასბურგმა გირგვლიანის საქმეზე მისთვის უჩვეულო და იქამდე და იმის შემდეგ არგამოყენებული ვორდინგით შეაფასა სააკშვილის რეჟიმის სისასტიკე, დაწერა რა, რომ "ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება". ამ რეჟიმის ავტორი დღეს ოროთახიან ლუქსში ზის და არათუ სინანული არ გამოუთქვამს, კვლავ თითს გვიქნევს და თავს საქართველოს შემქმნელს უწოდებს.“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.