გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ნადარეიშვილი: კაპიტალის ბაზრის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა

13-02-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის" მიერ 25 მლნ ლარის ღირებულების 2-წლიანი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით გაიმართა. 


აღნიშნული ტრანზაქცია მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას, საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სამინისტროს აქტივობებზე ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, სამინისტრომ, მთავრობის დავალებით შეიმუშავა და დაამტკიცა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია. ირაკლი ნადარეიშვილი მიესალმა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის" მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიას. მისი თქმით, კაპიტალის ბაზარი რესურსების მოზიდვის ალტერნატიული წყაროა, რომელიც როგორც ემიტენტებს, ასევე ინვესტორებს საშუალებას აძლევს მოიზიდონ და განათავსონ ფინანსური რესურსები მათი რისკი-მომგებიანობის პროფილების შესაბამისად.   


მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" აქტივობებზე, რომლებიც ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობისკენაა მიმართული. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, სამინისტროს მიერ მომზადებული მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021 – 2025 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობა წარმოადგენს. 


ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ფინანსური ინტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები დაესწრნენ. პანელურ  დიკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ „კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეინ როზენტალი. 


პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ გენდერული ობლიგაციების გამოშვების ხელშეკრულებას „კრისტალს",  აზიის განვითარების ბანკს, საქართველოს ბანკსა და Galt & Taggart-ს შორის ოფიციალურად მოეწერა ხელი. ობლიგაციების ემისია „კრისტალმა" Galt & Taggart-ის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს ბანკთან ერთად განახორციელა. აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციის მოცულობა 18.75 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის წილი კი — 6.25 მილიონი ლარი. 


ღონისძიების ბოლოს პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ის მეწარმე ქალები დააჯილდოვეს, რომლებმაც საკუთარი ბიზნესსაქმიანობები კომპანიის ინიციატივებისა თუ სერვისების დახმარებით განავითარეს.