გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შსს: ტყიბულის შახტაში სავარაუდოდ მეთანის აფეთქება მოხდა

16-07-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შესახებ, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ექვსი დაშავდა, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის 16 ივლისს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა - 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ.-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ.-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ.-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ“-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.