გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი აბაშიშვილი: აუცილებელია ფინანსური და ბიზნეს განათლების მხარდაჭერა - ახალი ონლაინ გამოცემის პრეზენტაცია

14-02-2023

Business Insider Georgia (www.businessinsider.ge და www.insider.ge) არის ახალი ონლაინ გამოცემა, რომელიც აშუქებს ეკონომიკისა და ბიზნესის ახალ ამბებს.

 

Business Insider Georgia ახალი ამბების მიღმა ეძებს და ქმნის საზოგადოებისთვის საინტერესო ნიუსებს, ანალიტიკურ სტატიებსა და ინტერვიუებს.

 

როგორც ახალი პლატფორმის პრეზენტაციაზე აღინიშნა, ვებგვერდი იყენებს სანდო წყაროებს შესაბამისი კონტენტის შესაქმნელად.

 

Business Insider Georgia - ბიზნესისა და ეკონომიკის ახალი ამბების გარდა, მკითხველს შესთავაზებს ექსპერტების ექსკლუზიურ შეფასებებს, ვიდეობლოგებს.

 

Business Insider Georgia-ს მიზანია მკითხველს სანდო, კომპეტენტური და ექსკლუზიური ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს.

 

„მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ბიზნესმედიას განსაკუთრებული როლი აქვს რამოდენიმე მიმართულებით: მთლიანობაში ქვეყანაში საჭიროა ბიზნეს და ეკონომიკური ანალიტიკის გაძლიერება, საჭიროა ყველა დონეზე ბიზნესის მხარდაჭერა კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდებისა და გაზიარების მიმართულებით, საჭიროა მოსახლეობის მეტი და სწორი ინფორმირება ეკონომიკური პოლიტიკის და ბიზნესის გადაწყვეტილებების შესახებ, საჭიროა ბიზნესგანათლების კომპონენტის გამოკვეთა სხვადასხვა მიმართულებით, აუცილებლად მიგვაჩნია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლების სათანადო ინფორმაციითა და მასალებით უზრუნველყოფა, გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კამპანიის წარმოება, გამოკვეთილად პრიორიტეტულია სტარტაპების საინფორმაციო და ანლიტიკური მხარდაჭერა, ცნობადობის ზრდაში ხელშეწყობა.


სწორედ ეს არის მიზეზები რამაც გადაგვაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგა და ამ რთულ, თუმცა ძალიან სასარგებლო მიმართულებით მუშაობის დაწყება“ - განაცხადა მედიაჯგუფ ინსაიდერი-საქართველოს დამფუძნებლმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.