გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქმიანობას არავის უზღუდავს, მისი მიზანია, ხალხმა იცოდეს, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა მიზნებს ემსახურება

15-02-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა, „პოსტივის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებაზე ისაუბრა და მისი მიღების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

 

„დღევანდელ ბრიფინგზეც გავაჟღერეთ ისეთი ქვეყნების კანონმდებლობის მაგალითები, როგორებიცაა ამერიკის შეერთებულ შტატები და სხვა დემოკრატიული ქვეყნები, სადაც ეს კანონი ფუნქციონირებს. ახლა, მთავარი ჩვენი თანმიმდევრულობა და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებაა, რადგან მის მიმართ გვაკისრია ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა.


დიახ, ეს მოთხოვნა დიდი ხანია, საქართველოს საზოგადოებაში არსებობდა, და ამ კანონპროექტის მიღება აუცილებელია. უფრო მეტიც, დაგვიანებულიცაა მისი წარდგენა. ჩვენ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ვიყოთ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე ქვეყანა, ამიტომ საჯარო მოხელე იქნება ეს, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, მინისტრი, პოლიტიკოსი, თუ პარლამენტარი, - ყველას გვევალება დეკლარაციის შევსება, რათა საზოგადოებამ იცოდეს, საიდან გვაქვს ესა თუ ის ქონება. ის ორგანიზაციები კი, რომლებიც ძალიან ცნობილები არიან, თითქმის ყველა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობენ, გვესაუბრებიან სხვადასხვა ინსტიტუციის გაძლიერებაზე, კანონმდებლობის ცვლილებაზე და ზოგჯერ, უკანონო გზით, პოლიტიკურ ცვლილებებსაც ითხოვენ, არ არიან ვალდებულნი, იგივე გააკეთონ. ამიტომ გაჩნდა კითხვები საზოგადოებაში და, მე მგონი, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, რომ თუ სამართლიანად მოქმედებენ და ამას აღიარებენ, არ უნდა იყოს მათთვის მიუღებელი, რომ გამჭვირვალე გახადონ, საიდან ფინანსდებიან, რა ფინანსებზეა საუბარი და რას წარმოადგენენ მათი დამფინანსებლები, რათა საზოგადოებამ იცოდეს მათი მიზნები.


მათ არავინ შეზღუდავს თავიანთი საქმიანობის გაგრძელებაში, უბრალოდ ხალხს ეცოდინება ამა თუ იმ ორგანიზაციის დაფინანსების წყარო. შემდეგი კვირიდან იწყება საკომიტეტო განხილვები, სადაც დეტალურად ვიმსჯელებთ თითოეულ პუნქტზე, რომელიც, კითხვების არსებობის შემთხვევაში, ყველაფერს ნათელს გახდის. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ეს კანონპროექტი გავიტანოთ და საქართველოს მოსახლეობას თითოეული ორგანიზაციის დაფინანსების წყაროს შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.