გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: ვინ არის ის ძალა, ვინც ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს მაშინ, როდესაც საქმე ბანკის მენეჯმენტს შეეხება? შეკითხვები ბევრია, თუმცა Credit Suisse-ისგან პასუხები არაა, რაც აჩენს ვარაუდს, რომ მოქმედებს კოორდინირებული ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის

15-02-2023

„შვეიცარული Credit Suisse და მასთან დაკავშირებული სინდიკატი აგრძელებენ ბიძინა ივანიშვილის ღიად დაშანტაჟებას, მის თანხებზე წვდომის შეზღუდვას.“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე იურიდიული ფირმა MKD Law-ს განცხადების შესახებ.


ანალიტიკოსის თქმით, ორკესტრირებულ უკანონო ქმედებებში ჩართული დასავლელი სუბიექტები ვერ აცნობიერებენ ბიძინა ივანიშვილის ფასდაუდებელ ღვაწლს საქართველოს წინაშე და მისი ურყევ პოპულარობას ქართულ საზოგადოებაში.


“შვეიცარული Credit Suisse და მასთან დაკავშირებული სინდიკატი აგრძელებენ ბიძინა ივანიშვილის ღიად დაშანტაჟებას, მის თანხებზე წვდომის შეზღუდვას. დღევანდელ განცხადებაში ივანიშვილის ინტერესების დამცველი ქართული იურიდიული ფირმა MKD Law ხსენებული ბანკის მენეჯმენტის ქმედებებზე სვამს ლეგიტიმურ შეკითხვებს - ვისი დაკვეთითა და დავალებით მოქმედებს Credit Suisse-ის ხელმძღვანელობა?


ვინ არის ის ძალა, რომელმაც ევროპარლამენტს ორჯერ მიაღებინა რეზოლუცია ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით და ორივე ჯერზე არ მისცა მისი ბოლომდე რეალიზების, აღსრულების საშუალება? რაც აჩვენებს, რომ მიზანი შანტაჟი იყო და არა რეალური სანქცირება. ვინ არის ის ძალა, ვინც ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს მაშინ, როდესაც საქმე ბანკის მენეჯმენტს შეეხება?


შეკითხვები ბევრია, თუმცა Credit Suisse-ისგან პასუხები არაა, რაც აჩენს სამართლიან ვარაუდს, რომ მოქმედებს კოორდინირებული ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იქნება ეს შვეიცარული ბანკი, ევროპარლამენტი თუ დასავლეთის ცალკეული მედიასაშუალებები. ოღონდ ორკესტრირებულ უკანონო ქმედებებში ჩართული დასავლელი სუბიექტები ვერ აცნობიერებენ ბიძინა ივანიშვილის ფასდაუდებელ ღვაწლს საქართველოს წინაშე და მისი ურყევ პოპულარობას ქართულ საზოგადოებაში“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.