გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე EPP-ის მოთხოვნაზე: რაო, ევროპის სახალხო პარტია ანტიევროპულია თუ როგორაა საქმე? გამოდით ახლა ყველა რჯულის პოლიტიკანები, ვინც „ხალხის ძალის“ ინიციატივას ანტიევროპულს უწოდებდით და თქვით: აააა?

15-02-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ ევროკავშირში არასამთავრობო სექტორში უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნის შესახებ მოთხოვნას Facebook-ზე ეხმაურება.


„გუშინ მოძრაობა „ხალხის ძალამ“ რა კანონი დააინიცირა ხომ გახსოვთ? ჰოდა, ახლა გამოდით ყველა რჯულის პოლიტიკანები, ვინც „ხალხის ძალის“ ინიციატივას ანტიევროპულს უწოდებდით და თქვით: აააა? რაო, ევროპის სახალხო პარტია ანტიევროპულია თუ როგორაა საქმე? მოკლედ, „ხალხის ძალის“ კანონი არის ამერიკული ფედერალური აქტის ქართული ანალოგია და შედგენილია ევროპული გამოცდილების შესაბამისად.


ასეთი კანონის აუცილებლობა დაინახა ევროდეპუტაციამ და შესაბამისად, ინიცირებას აპირებს. ესეც თქვენი საერთაშორისო Feedback-ი. მოდუნდით პოლიტიკანებო, ათასი რჯულის „ენჯეოშნიკებო“, უსამშობლოებო და გაამზადეთ დოკუმენტაცია, ფინანსური ვალდებულებების წარმოდგენა მოგიწევთ ქართული საზოგადოების წინაშე!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.


Euractiv-ის ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირში არასამთავრობო სექტორში უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას ითხოვს. 14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.