გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ზარდიაშვილი: ევროპა დასაცავია ევროპარლამენტისგან, მთავარი საფრთხე ევროპულ სახელმწიფოებს ამ ფსევდო-პოლიტიკური ორგანოსგან ემუქრებათ, ეს უდავოა და რეზოლუცია სწორედ ამის უტყუარი საბუთია

16-02-2023

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიღებული ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის უდავო დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ეს ორგანო საერთოდ დაცლილია სამართლისა და სამართლიანობისგან, მთლიანად ემიჯნება სამართლის იდეას; ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით - უგუნურების მწვერვალს წარმოადგენს, რადგან ძირს უთხრის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, სამართლის ექსპერტი დავით ზარდიაშვილი.


მისი თქმით, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს მიმართ მტრული, არამედ ანტი-სამართლებრივი, ბოროტმოქმედების მხარდამჭერი და მართლმსაჯულების საპირისპირო, მაშასადამე თავისთავადაც - ფუნდამენტურად ანტი-ევროპული ნაბიჯი, ეს არის გზა ევროკავშირის კრახისკენ და ევროპული იდეის განადგურებისკენ.


როგორც დავით ზარდიაშვილი აღნიშნავს, ევროპა დასაცავია ევროპარლამენტისგან და მთავარი საფრთხე ევროპულ სახელმწიფოებს ამ ფსევდო-პოლიტიკური ორგანოსგან ემუქრებათ. ეს უდავოა და რეზოლუცია სწორედ ამის უტყუარი საბუთია.


„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიღებული ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის უდავო დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ეს ორგანო საერთოდ დაცლილია სამართლისა და სამართლიანობისგან, მთლიანად ემიჯნება სამართლის იდეას; ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით - უგუნურების მწვერვალს წარმოადგენს, რადგან ძირს უთხრის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას. ასეთი პარტნიორობა კი ისევე შედის ევროკავშირის ინტერესებში, როგორც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში.


პოლიტიკურად უგუნური და ყოვლად უსჯულო ეს რეზოლუცია გმობაა თავად ევროპის იდეისა, რაც საქართველოში ყოველთვის ესმოდათ, დღესაც ესმით და სხვაგვრად ვერც ვერასდროს გაიგებენ, თუ არა სამართლის და სამართლიანობის (რასაც ოდითგანვე ქართულად - სჯული ერქვა) მხარეს მტკიცედ, ურყევად დგომასა და კეთილგონივრულობას, რის გარეშეც შეუძლებელია რაიმე სასარგებლოს მიღება, როგორც მეტი უსაფრთხოების, ასევე მეტი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ფაქტია: ეს არის არა მხოლოდ საქართველოს მიმართ მტრული, არამედ ანტი-სამართლებრივი, ბოროტმოქმედების მხარდამჭერი და მართლმსაჯულების საპირისპირო, მაშასადამე თავისთავადაც - ფუნდამენტურად ანტი-ევროპული ნაბიჯი.


ეს არის გზა ევროკავშირის კრახისკენ და ევროპული იდეის განადგურებისკენ. რასაკვირველია, ამ უსჯულოებისა და უგუნურების გზაზე საქართველო, ოდითგანვე ქრისტიანობის, სიმართლის, სამართლისა და სამართლიანობის ერთგული ბურჯი, არასდროს დადგება. ევროპა დასაცავია ევროპარლამენტისგან და მთავარი საფრთხე ევროპულ სახელმწიფოებს ამ ფსევდო-პოლიტიკური ორგანოსგან ემუქრებათ. ეს უდავოა და რეზოლუცია სწორედ ამის უტყუარი საბუთია“ - წერს დავით ზარდიაშვილი.