გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: უმეტეს შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები; როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება და დანამატი არ არის ეს ორგანიზაცია

23-02-2023

„ნაცმოძრაობის“ ოჯახის წევრები, უმეტეს შემთხვევაში შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები. როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება და დანამატი არ არის ეს ორგანიზაცია- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.


კობახიძის თქმით, გარდა იმისა, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ პოლიტიკური ორგანიზაციის დანამატია, თავისი შინაარსით ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში პირდაპირ იყო ჩართული დესტრუქციულ ქმედებებში.


„ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმაც, მხარდამჭერებმაც, აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ სირცხვილია არის “ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ექსტრემისტული ფრთა. „ნაცმოძრაობის“ არის თუ არა ჯერ ამით დავიწყოთ, ელემენტარულად „ნაცმოძრაობის“ ოჯახის წევრები არიან, უმეტეს შემთხვევაში შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები.


როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ ნაცმოძრაობის გაგრძელება და დანამატი არ არის ეს ორგანიზაცია. ერთი რომ პოლიტიკური ორგანიზაციის დანამატია, მაგრამ მეორე მთავარი საკითხი არის ის რომ თავისი შინაარსით ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში პირდაპირ იყო ჩართული დესტრუქციულ ქმედებებში.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.