გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თერჯოლაში გამარჯვებული მეღვინეები გამოვლინდნენ

6-11-2017

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრალურ სკვერში „ღვინის ფესტივალი 2017“ გაიმართა.

ფესტივალი მინი-ფეხბურთში სოფლებს შორის გამარჯვებული გუნდების ფინალური შეხვედრით დაიწყო. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი, სიგელები და ფულადი პრიზი.

ფულადი პრიზით დაჯილდოვდა აგრეთვე მე-2 ადგილზე გასული ძევრის გუნდი.


ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეხუთედ გაიმართა. მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციულ ერთეულს იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დაყენებული ღვინოების ჰქონდა წარმოდგენილი.

სკვერში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მხატვრული კოლექტივები: ფოლკლორული ანსამბლი „იმერეთი“, ვაჟთა ვოკალური ჯგუფი „მასპინძელო“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმერეთი“, ქალთა ანსამბლი „იამე“.

ღვინის ფესტივალში გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ 6 ნომინაციაში გამოავლინა:
1.საუკეთესო ციცქა - მეღვინეობა „საზანო“
2.საუკეთესო შერეული ღვინო - სოფ. ღვანკითი, მამუკა აბულაძე
3.საუკეთესო წითელი ღვინო - სოფ. თუზი, მალხაზ მეფარიძე
4.საუკეთესო ჭურის ღვინო - სოფ. ახალთერჯოლა, გურული ლაშა
5.საუკეთესო განსხვავებული ჯიშები - სოფ. სიქთარვა, გოჩა მემანიშვილი
6.საუკეთესო ცოლიკაური - სოფ. ზედა სიმონეთი, არჩილ აბჟანდაძე
გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და სპეციალურად დაწესებული პრიზები.


ფესტივალზე, რომელიც ემსახურება თერჯოლელი მევენახის პროდუქტის პოპულარიზაციას, იმყოფებოდნენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.


წყარო:newpress