გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თამარ ჩიბურდანიძე: მხოლოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ მსგავსი კანონების მიღებით შევძლებთ საქართველოს თვითმყოფადობის გამყარებას - ქვეყანას იარაღი ვერ დაიცავს, ამისთვის კანონის უზენაესობაა საჭირო

24-02-2023

როგორც ჩანს, შერჩევითი დემოკრატიაა დასავლეთიდან, რომელიც გვეუბნება, რომ რაც შესაძლებელია და მისაღებია მათთვის, დაუშვებელია ჩვენთვის, რადგან პატარა სახელმწიფო ვართ და ამის უფლება არ გვაქვს, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებას არა იარაღი, არამედ კანონის უზენაესობა დაიცავს.

 

„ვხედავთ, რომ დასავლეთში უკვე ღრმა, პოლიტიკური დეპრესია დაიწყო, ვხედავთ რა პროცესები მიდის მსოფლიოში და ბუნებრივია, ყველა ცდილობს საქართველო თავისი ბრჭყალებიდან არ გაუშვას. ამ ფონზე, საქართველოსთვის დღეს არაჩვეულებრივი პირობებია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ მსგავსი კანონების მიღებით მისი თვითმყოფადობა გაამყაროს.

 

ქვეყანას იარაღი ვერ დაიცავს, ამისთვის კანონის უზენაესობა საჭირო და პოლიტიკური სტატუსია საჭირო. ეს არის ჭკვიანური, გონივრული პოლიტიკა, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა აწარმოებს და რაც „ხალხის ძალამ“ ქართველ ხალხს შესთავაზა“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.