გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თსუ საუნივერსიტეტო ჰიმნის შექმნისთვის საჯარო კონკურსს აცხადებს

24-02-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკუთარი  ჰიმნი ექნება. საუნივერსიტეტო ჰიმნის შექმნაზე კონკურსი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან, პროფესორებთან, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

გამარჯვებული ნაწარმოების ავტორს გამოავლენსდარგის პროფესიონალებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, გარდა საკონკურსო კომისიის წევრისა ან მასთან ინტერესთა კონფლიქტში მყოფი პირისა.

 

მნიშვნელოვანია, რომ მუსიკალური ნაწარმოების ტექსტი იყოს საუნივერსიტეტო თემატიკაზე და არ აღემატებოდეს ორ სტროფს. არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას  დისკრიმინაციისა და ძალადობისკენ, ასევე, სარეკლამო ნიშნებს.

 

მუსიკალური კომპოზიციის ხანგრძლივობა უნდა იყოს 1-1.5 წუთი, სასურველია  მელოდიური, მაჟორული, შერეული გუნდისთვის (შესაძლოა ინსტრუმენტის თანხლებით) და შეესაბამებოდეს ასეთი კატეგორიის ნაწარმოებისთვის დამახასიათებელ მოთხოვნებს. მუსიკალური ნაწარმოების ორივე კომპონენტი (მუსიკაც და ტექსტიც) უნდა იყოს უნიკალური, კონკრეტულად აღნიშნული კონკურსისათვის შექმნილი.

 

კონკურსი გამოცხადდა 24 თებერვალს და 2 თვის განმავლობაში - 24 აპრილამდე გაგრძელდება. დამატებითი საკონკურსო პირობები გამოცხადდება 7 მარტს, ხოლო განაცხადები მიიღება10 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით.

 

კონკურსში გამარჯვებულისათვის დაწესებულია ფულადი ჯილდო 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

კონკურსში გამარჯვებული მუსიკალური ნაწარმოები ჩაიწერება სტუდიაში, ასევე შეიქმნება ვიდეო რგოლი.