გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღსრულების ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

24-02-2023

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 24 თებერვალს, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება ნიკა გიგაურის ოჯახის გამოსახლებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.


"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად" - აცხადებენ უწყებაში.