გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: როდის დასრულდება უკრაინის ომი არავინ იცის და არც არავის სურს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა

24-02-2023

დასავლეთმა ყველა ბერკეტი გამოიყენა სამხედრო დახმარებისა თუ საინფორმაციო ომისთვის. ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთის იმიჯი შელახულიყო მსოფლიოში, მაგრამ არის კი ეს საკმარისი?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე წერს.


ჩიბურდანიძე უკრაინას გამარჯვებას და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებს.


„უსამართლო ომის, რუსეთის აგრესიის მსხვერპლი უკრაინელი ხალხის მტკივნეული ერთი წელი. როდის დასრულდება?! არავინ იცის და არც არავის სურს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. დასავლეთი რუსეთს მოუწოდებს, ომი შეწყვიტოს, რუსეთი კი აგრესიას აგრძელებს და სამხედრო ინტერვენციით სხვა სახელმწიფოებსაც ემუქრება.


არადა, ამ ხნის მანძილზე ხომ უნდა დაესუსტებინათ რუსეთი სანქციებით და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებით? შედეგი არ ჩანს. ვხედავთ მხოლოდ უკრაინელი ხალხის გმირობას საკუთარი მიწის დასაცავად. დიახ, დასავლეთმა ყველა ბერკეტი გამოიყენა სამხედრო დახმარებისა თუ საინფორმაციო ომისთვის. ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთის იმიჯი შელახულიყო მსოფლიოში, მაგრამ არის კი ეს საკმარისი? არის კი საკმარისი ის შერჩევითი სანქციები, რითაც დასავლეთი მოქმედებს? ძვირფას ლითონებზე და ქვებზე სანქციები მიუღებელია, რადგან ეს მათ ინტერესებში შედის, ხოლო რასაც ჩვეულებრივი ხალხი მოიხმარს, იმაზე სანქციები დააწესეს.


ერთი წლის განმავლობაში ვხედავთ იმას, რომ ვიღაცას ამ ომის დროში გაწელვა აწყობს. ეს არ იქნება რუსეთი, რადგან დრო მასზე ცუდად მოქმედებს.


მაშინ რატომ აწყობს დასავლეთს დროის გახანგრძლივება? ხომ არ იმალება ამ ომის უკან კიდევ სხვა, უფრო შორს მიმავალი განზრახვა? ამას ალბათ უახლოეს მომავალში გავიგებთ, მანამდე კი უნდა ვუცქიროთ ომის ქარცეცხლში გახვეულ უკრაინელ ხალხს, მათ თავდადებას, თავგანწირვას სამშობლოსთვის. უფალი ფარავდეს უკრაინას! უფალმა ინებოს მათი გამარჯვება და მშვიდობა მსოფლიოში!“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.